Vrydag 24 Junie 2016

ინტელის პროექტი

საპნის წარმოება

კურსის რეფლექსია

 ტრენინგის მიმდინარეობის დროს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, შევადგინეთ შეფასების ფორმები პროექტისათვის,  შევქმენი  ჩემი პროექტის პრეზენტაცია, შევადგინე მოსწავლის სასწავლო ნიმუში და ტრენერის დახმარებით ავტვირთე ჩემი ნამუშევრები ბლოგზე. ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოვიყენებ  პროექტების დაგეგმვისა  და განხორციელებისათვის.

Woensdag 01 Junie 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

გავეცანი მოდულებს, შევქმენი პროექტის ელექტრონული პორტფოლიო, განვიხილე პროექტის გეგმის შაბლონი, ჩამოვაყალიბე სტანდარტები და მიზნები, გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და სტანდარტებს, შევიმუშავე მიზნები, შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Maandag 18 Maart 2013

პროექტის სახელწოდება: ქიმიური  ელემენტი, ატომი და მოლეკულა.
პროექტის მთავარი იდეა: ქიმიური ელემენტის, ატომისა და მოლეკულის                 შედარებითი დახასიათება თვალსაჩინოების სხვადასხვა ხერხების გამოყენებით შედარება ელემენტის, ატომის და  მოლეკულის.
პროექტის    აქტუალურობა: მოსწავლემ თავი იგრძნოს სასწავლო პროცესის აქტიურ   მონაწილედ და არა მასწავლებლის სურვილის პასიურ შემსრულებლად.
პროექტის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს  ელემენტის, ატომისა და მოლეკულის შედარებითი დახასიათება.
მონაწილეთა ასაკი: 13  წელი.
ხანგრძლივობა: ერთი  კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: თვალსაჩინოების სხვადასხვა ხერხების გამოყენებით  აღწერს და ადარებს  ერთმანეთს ელემენტს, ატომს და მოლეკულას. სხვადასხვა მოდელები სხვადასხვა ელემენტების,ატომების და მოლეკულების.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, კომპიუტერი, სლაიდ შოუს  შექმნა.
პროექტის  მსვლელობა:
 1.მომზადება
 2. დაგეგმვა
 3.გამოკვლევა.
 4. შედეგები და დაკვირვება.
 5. შედეგების  წარმოდგენა.
 6. პროექტის  შეფასება.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში: ქიმ. VIII.  მოსწავლეს შეუძლია ელემენტის, ატომებისა და მოლეკულების შედარებითი დახასიათება.
პროექტის ხელმძღვანელი: მ.მესხი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:m.meskhi5@gmail.com